ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება
ოთხი წელია, რაც საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა ხორციელდება. როგორ მუშაობს რეფორმა, რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებით განხორციელებას და რა საკანონმდებლო ცვლილებებია დაგეგმილი სისტემის გასაუმჯობესებლად, ამ საკითხებზე ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის - „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა.
"ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომობილია რეგისტრირებული, 2021 წლის მონაცემებით კი, ტექინსპექტირება 732 000 ათასამდე ავტომობილმა გაიარა.
მილიონ ნახევრიდან შეიძლება ყველა არ გადაადგილდება გზებზე, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილი გზებზე ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობს. ამასთან, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ დაბალია ჯარიმის ოდენობა და ავტომფლობელს ხშირ შემთხვევაში ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა, 50 ლარი იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გაატაროს. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდება ტექინსპექტირების გარეშე და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს წარმოადგენს ყველაზე გაუმართავ ნაწილს იმ ავტოპარკისა, რაც საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევებში, ვფიქრობთ, ასეთი ტრანსპორტის წილი საკმაოდ დიდია.
იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობლისთვის ფინანსურად მომგებიანი აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და ტექინსპექტირება არ გაიაროს. ვფიქრობთ, სისტემას ეს ძალიან წაადგება. ჩვენი კავშირი აქტიურად მუშაობს სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცვლილებები გარდაუვალია რეფორმის განვითარებისთვის".
ასევე დაგაინტერესებთ:
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...




























