The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბიბისის“ მისი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა ტრამპის შვილების სასამართლოში დაბარება სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ბიბისის“ იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს სთხოვეს ნებართვა, რომ დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი სასამართლოში დაებარებინათ, რაც მათ პრეზიდენტის მიერ „ბიბისის“ წინააღმდეგ აღძრულ 10-მილიარდიან სარჩელზე ჩვენების მიცემას დაავალდებულებდა. სარჩელი „ბიბისის“ პროექტ „პანორამაში“ გასულ დოკუმენტურ ფილმს ეხება.
„ბიბისიმ“ განზრახ დააზიანა პრეზიდენტის რეპუტაცია და ახლა ცდილობს, ჩვენებების მიღების პროცესის ბოროტად გამოყენებით შეავიწროოს ის, მისი ოჯახი და მხარდამჭერები“, - აღნიშნავს ტრამპის იურიდიული გუნდის წარმომადგენელი.
ნოემბერში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, „პანორამაში“ 6 იანვარს ტრამპის სიტყვის სხვადასხვა ნაწილი ისე იყო ერთმანეთთან შეერთებული, თითქოს ტრამპი მხარდამჭერებს კონგრესის შენობის იერიშისკენ მოუწოდებდა.
„ბიბისიმ“ გასულ წელს დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა და ფილმი პლატფორმებიდან წაშალა, თუმცა უარყო, რომ მისი რეპუტაცია დააზიანა. აშშ-ის პრეზიდენტმა კორპორაციის წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა, საკუთარი ბრენდისა და ბიზნესის დაზიანების საფუძვლით.
„ბიბისის“ იურისტების თქმით, ტრამპის შვილებს აქვთ ინფორმაცია იმ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ, თუმცა მათი დაბარება ვერ მოხერხდა, რადგან საიდუმლო სამსახური პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან წვდომას არავის აძლევს.
1786901355
მსოფლიოიტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს
იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს. ქვეყნის კულტურის მინისტრის განცხადებით, ნამუშევრებს „განსაკუთრებული ღირებულება“ აქვს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ამჟამ...
1786899550
საზოგადოებაპატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს. „დიდია ყველას გულისტკივილი გამორჩეუ...
1786896894
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა ზერეკიძეების, შავაძეებისა და ცინდელიანების ოჯახებისათვის“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებს იხ...
1786894616
სპორტისაქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობ...
1786890933
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ბიზნესმენებმა საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, არაფერი დარღვეულა
გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა. როგორც ის აღნიშნა...




























