ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო?

მივხვდი, რომ ასე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ასე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატარებელია, ღუზასავით მუშაობს, წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

აფხაზეთის ომის შესახებ საუბრისას, გვარამიამ განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე, ჩააბარა ყარაბაღი.

მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტრავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.

„ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა - მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი რამ ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება. და ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია.

სინამდვილეში, ამას დეკადები სჭირდება, იმიტომ რომ ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო. კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. ამიტომ თურქეთთან პრობლემა თუ გვინდა რომ გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები.

თუ არ გვინდა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენ ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.

იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ ნუ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია ქართველებმა ვედავოთ სომხებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786907861

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპმა BBC-ი თავისი ოჯახის შევიწროებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა მისი შვილების სასამართლოში გამოძახება სცადა. BBC-ის იურისტებმა ფლორიდის სასამართლოს მიმართეს ნებართვის მისაღება...

დონალდ ტრამპი

1786906292

მსოფლიო

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ – ალიანსში სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ სომხეთის სამომავლო მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული“, – აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტაალატბეკ...

ალიანსი ალიანსი

1786903225

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში - მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სა...

ლიანდაგი

1786901355

მსოფლიო

იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს

იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს. ქვეყნის კულტურის მინისტრის განცხადებით, ნამუშევრებს „განსაკუთრებული ღირებულება“ აქვს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ამჟამ...

რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატ

1786899550

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს. „დიდია ყველას გულისტკივილი გამორჩეუ...

შიო მესამე