თინათინ რუხაძე: ეს იყო დუმილის, სიჩუმის, დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ყველამ ერთად გაიარა ღირსეულად. ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა

მისი უწმინდესობა ამ ეპოქის ყველაზე დიდი პერსონაა, თუ არავინ მიწყენს, ბოლო ასწლეულში დიდი მოვლენაა, ეპოქალური, რომელიც სწორად იყო მიმართული ჩვენი კულტურის, იდენტობის, ისტორიული, პოლიტიკური და ყველა რაკურსით. ის ფიქრობდა ყოველთვის საქართველოზე, საქართველოს გამორჩეულობაზე, ჩვენს ისტორიასა და იდენტობაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

მისივე თქმით, ეს იყო დუმილის, სიჩუმის, დიდი ტრაგედიის დღეები, რომელიც ყველამ ერთად გაიარა ღირსეულად.

„ალბათ ჩვენ ყველა მოვიქეცით ისე, როგორც მისი უწმინდესობა მთელი ცხოვრება ჩვენ გვექცეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანიმუშოდ მართა პროცესი. ამდენ ადამიანს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. არა ის, რომ უკარნახო როგორ მოიქცნენ, არამედ ისინი რომ ასე კარგად იქცევიან, შენ სწორად მართო ეს პროცესი“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.

კულტურის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო კომისიაზე, რომელიც სპეციალურად პატრიარქის დაკრძალვისთვის შეიქმნა.

„იმ დღეებში როდესაც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს იყო ერთი დღე, პირველი დარტყმა ჯანდაცვამ აიღო და პირველი შოკი, როდესაც გავიგეთ, რომ პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს, იყო მაშინ. როდესაც ეს ამბავი მოხდა ღამისთევით გადავედით საპატრიარქოში და იქაც ყველა ერთად ვიყავით და ერთად ვწყვეტდით ამ საკითხებს. იქ, სადაც იერარქიული მოწყობა არსებობს, არსებობს პროტოკოლები, სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს პროტოკოლი არ იყო. თვითონ არ გაწერდა თავისი გარდაცვალების პროტოკოლს და ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება. რა საკვირველია ეკლესიაში შეიქმნა დამკრძალავი კომისია მთავრობასთან ერთობლივად, მთავრობა სრულად იყო ჩართული და ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა გვქონდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დელეგატი მიიღო და მინდა მადლობა ვუთხრა, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს და ყველა უწყებას. სახელმწიფო იდგა ღირსეულად იქ, სადაც უნდა მდგარიყო და მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“, - განმარტა რუხაძემ

თინათი რუხაძისთვის, ქართველის ხალხის მხრიდან გამოხატული ეს ემოცია საკმაოდ მოულოდნელი იყო.

„ყველას ჩვენი უწმინდესი გყავდა, მე არ ველოდი, რომ ასეთი რეაქცია გვექნებოდა ჩვენ ყველას. ემოცია დიდი იყო, ალბათ ქვეცნობიერი გრძნობს რამხელა რაღაც დამთავრდა. ჩვენ ყველას კიდევ ბევრი გვაქვს გასაგები და მისი უწმინდესობის გზა ჩემთვის საქართველოს გადაშლილი წიგნივით იყო“, - დასძინა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774802288

მსოფლიო

ხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა. აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მ...

ქარხანა დაიბომბა

1774801022

ახალი ამბები

რობერტ ფიცო უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერი უკრაინისგან ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბლოკირების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ბრატისლავა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარს არ დაუჭ...

რობერტ ფიცო

1774798199

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის დამარცხებით ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.  ისრაელთან მატ...

საქართველოს ნაკრებ

1774796477

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა - 2:0

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძის დუბლით მეტოქეს ვძლიეთ.  საქართველოს ნაკრებმა დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგური მატჩი გ...

 საფეხბურთო ნაკრებ

1774795814

ახალი ამბები

0 : 2 - მიქაუტაძის დუბლი: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას უგებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა და დუბლი შეასრულა– 2:0.  შეხვედრაში მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმე...

მიქაუტაძის დუბლი