ხანძარი ისრაელის ინდუსტრიულ ზონაში - ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ქარხანა დაიბომბა
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბერშევას მახლობლად, ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა.
აქტიური ინგრედიენტებისა და მოსავლის დაცვის მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ დაიბომბა მისი მახტეშიმის ქარხანა, რომელიც სამხრეთ ისრაელში, ნეოტ ჰოვავის ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. კომპანიის განცხადებით, ქარხანაში ირანული რაკეტა ან რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, დაზიანებული ქიმიური საცავის დალუქვისა და შეკავების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ სახიფათო მასალების გაჟონვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
მოქალაქეებს სთხოვენ, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, ხოლო მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში, დახურონ ფანჯრები და დაემორჩილონ უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების მითითებებს, ვიდრე ოფიციალური პირები ვითარებას შეაფასებენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანიდან ნასროლი კიდევ ერთი რაკეტა ბერშევაში ღია ადგილას დაეცა, რის გამოც ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
1774796477
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა - 2:0
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძის დუბლით მეტოქეს ვძლიეთ. საქართველოს ნაკრებმა დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგური მატჩი გ...
1774795814
ახალი ამბები0 : 2 - მიქაუტაძის დუბლი: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას უგებს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა და დუბლი შეასრულა– 2:0. შეხვედრაში მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმე...
1774795273
ახალი ამბები0 : 1 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვას ნაკრებთან დაწინაურდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა – 1:0. თავდამსხმელმა მატცის 70 პენალტი ზუსტად შეასრულა. საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრ...
1774794276
ახალი ამბებიდეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე
„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე“, - გან...
1774793704
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო
„ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდო...































