სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტების უტყუარობა, როდესაც დოკუმენტს „ფაქტების კომპილაცია“ და „ფაქტების შეჯამება“ უწოდეს.
სუბარის შეფასებით, ამით მათ აღიარეს, რომ 500-გვერდიანი დასკვნა რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მძიმე ბრალდებებს შეიცავს იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელთა საქმიანობაც დოკუმენტშია აღწერილი.
„პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ პოზიცია, ვფიქრობ, რომ გასაგებია. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორები და ხელმომწერები.
2012 წელს ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ხალხის დაკვეთა არ შეცვლილა. დაკვეთა კი ის არის, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ის არაადამიანური და დანაშაულებრივი სისტემა შექმნა.
ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, დადასტურებულია ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს.
ანუ, შექმნილი იყო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ქუჩებსა და ციხეებში ადამიანების წამებასა და მკვლელობაზე, საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში, ქუჩაში და ა.შ. ადგილი ჰქონდა საკუთრების წართმევას, ტელევიზიებში შევარდნებსა და დარბევებს და უამრავ სხვა სახის დანაშაულს.
ყველაფერი ეს დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ასე ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პარტიებს, რომლებიც პრაქტიკულად არა ქართველი ხალხის ნების, არამედ უცხოური გავლენების და მათი უცხოელი პატრონების დაკვეთების შემსრულებლები არიან.
ის, რომ ეს დასკვნა სინამდვილეს ასახავს, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებმა თვითონვე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, როდესაც თქვეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი, ანუ დაადასტურეს, რომ ეს დასკვნა რეალობას ასახავს.
ამით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ კომისიის მიერ შექმნილი 500-გვერდიანი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისაგან და რეალურად, მათივე აღიარებით, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათსავე წინააღმდეგ.
დიახ, ეს არის ფაქტები, რომელიც კომისიის სხდომაზე მოწვეულმა 150-მდე მოწმემ დაადასტურა; ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ასევე დადასტურებულია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1792646709
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...
1792645612
მსოფლიო„თქვენ არაფერი გესმით, სულელი ხართ და „სიენენში“ მუშაობთ, გარიგებასთან ახლოს როცა ხარ, სანქციებს არ აწესებ“ - ტრამპის პასუხი CNN-ის ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „სიენენის“ ჟურნალისტს სულელი უწოდა. ტრამპმა „სიენენის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ დააწესა აშშ-მა რუსეთზე სანქციები, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა, უპასუხა,...
1792645013
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე
5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს. პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთ...
1792615554
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში
ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირ...
1792614517
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული
„ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ამ პოლიტიკურ გასვენებაში, დღეს რომ ბათუმში მიმდინარეობს, იმდენი ჭირისუფალი მიეყვანათ - მათი მხარდამჭერი, რომ სოლიდურად გამოჩენილიყვნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...





























