თორნიკე ფაღავა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში
„ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთი თვითაღიარებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ ახლაც, როდესაც ოპოზიციაში არიან. ის ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს არაფერი უსწავლიათ და საზოგადოებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კვლავ ძალადობას ჰპირდებიან.
„არსებობს ასეთი გამოთქმა - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ახალი ვერაფერი ისწავლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრეს, თავის დროზე რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან.
ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ძალადობას ჰპირდებიან ქართველ მოსახლეობას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს ვერ გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში. ისინი ვერასოდეს აიღებენ ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“, - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
1788591033
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთიარასრულწლო...
1788590191
მსოფლიოტრამპის განცხადებით მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა აშშ-ს 18 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელიც ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში 11-19 ივლისს ჩატარდა, ამერიკას 18 მილიარდი დოლარის ოდენობის...
1788588298
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის
რადიკალური ჯგუფები (ოპოზიცია) და მათი გარეთა მფარველები ვერ იაზრებენ მთავარს: „ქართული ოცნების“ სიმტკიცე ცალკეული თანამდებობის პირების გვარებზე კი არ დგას, არამედ იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც საზო...
1788555159
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაცია აქვს და დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშის მიტანას არ აპირებს. „მე ვესაუბრები პ...
1788553455
სპორტიპირველი საგოლე ქმედება ლიგა 1-ის ახალ სეზონში - კვარაცხელიამ მარკინიოსს გაატანინა და „პსჟ“ დაწინაურდა
ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონში თავისი პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ შორის მიმდინარე მატჩის 31-ე წუთზე, ქართველი შემტევის პასის შემდეგ, გუნდ...































