ირაკლი ზარქუა: რაც გერმანიას სჭირს, ეს არის მერცის პოლიტიკის დამსახურება, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნილ ვითარებას თბილისში აფასებენ.
„ის, რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა. დღეს მაკრონთან ერთად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს - გერმანიას. და ახლა რა მოიფიქრეს - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ. ეს არის მათი ხელწერა და მიდგომა - აქ დემოკრატია უკვე არავის აინტერესებს და არავის ახსოვს“, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
როგორც ცნობილია, კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტია მომავალ რეგიონულ არჩევნებზე მარცხდება, სოციოლოგიური კვლევებით AfD-ს 42%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც ორჯერ აღემატება ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგს.
1788521783
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტაილანდურ რესტორანს შპს „ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს „ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ...
1788521182
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქ...
1788520060
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის
თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შე...
1788519087
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე
ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ...
1788519004
საზოგადოებაირაკლი ჭეიშვილი: ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სპეკულირებენ, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი დადასტურდა
ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედ...



























