თოთლაძე ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე: მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში
„მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება ტაილანდში ე.წ. ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული შეფერხება შეექმნათ ავიარეისების გადადების ან გაუქმების გამო, ვინაიდან მათ ჰქონდათ დაგეგმილი უკან დაბრუნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენებით, უსაფრთხოების რისკები, სადაც მაღალია, სადაც არის გარკვეული დაძაბულობა და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთზე, სადაც შეიძლება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ გარკვეული საფრთხე, ბუნებრივია, რომ აქ სახელმწიფო უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგება დამოკიდებულებას თავისი მოქალაქეების მიმართ, იქ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ტაილანდში, უსაფრთხოების რისკი არ არსებობს.
ის ქვეყნები, სადაც საჰაერო სივრცე გახსნილია და სადაც არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა მათი უკან დაბრუნების, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ავიაკომპანიებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ადვოკატირებას ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს საიდან შეიძლება, რომ ისინი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
1772816352
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან
ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთ...
1772813717
მსოფლიოძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - „პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა
25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მ...
1772812317
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის...
1772811181
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებუ...
1772809206
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან...































