ტრამპი: დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკისთვის უმჯობესია, სწრაფად იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა არ დარჩება

„დაფიქრდით, მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკის შეერთებულ შტატებს 350 მილიარდი დოლარის დახარჯვა სთხოვა, რომ წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო - ომში, რომელსაც ის აშშ-ისა და „ტრამპის“ გარეშე ვერასოდეს მოაგვარებს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, თავად ზელენსკი აღიარებს, რომ აშშ-ის მიერ გაგზავნილი ფულის ნახევარი „დაიკარგა“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას „დიქტატორად“ მოიხსენიებს და ზელენსკის მოუწოდებს, სწრაფად იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა არ დარჩება.

„შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა ევროპასთან შედარებით და ევროპის ფული გარანტირებულია მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, რადგან ეს ომი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის - ჩვენ გვაქვს დიდი, ლამაზი ოკეანე, რომელიც გვყოფს.

გარდა ამისა, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი თანხის ნახევარი „დაკარგულია“. ის უარს ამბობს არჩევნებზე, უკრაინულ გამოკითხვებში ძალიან დაბალი პოზიციებს იკავებს და ერთადერთი, რაშიც კარგი იყო, ბაიდენის „ვიოლინოსავით“ თამაში იყო.

დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკისთვის უმჯობესია, სწრაფად იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა არ დარჩება.

იმავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ „ტრამპს“ და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია.

ბაიდენს ეს არასოდეს უცდია, ევროპამ მშვიდობის დამყარება ვერ შეძლო და ზელენსკის, ალბათ, სურს გააგრძელოს იოლი გზით ფულის გამომუშავება.

მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკი საშინლად მოიქცა, მისი ქვეყანა დაიშალა, მილიონობით ადამიანი უმიზეზოდ დაიღუპა და ასე გრძელდება“, - წერს ტრამპი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740129083

სპორტი

ბარსელონას ლეგენდები თბილისში ჩამოდიან! - დინამო არენა დიდი მატჩის მოლოდინში

ლეგენდების სერიის პროექტის ფარგლებში, 16 მაისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ქართველი ვეტერანი ვარსკვლავების და „ბარსელონას“ ლეგენდების შეხვედრა გაიმართება. ამ ეტაპზე, გუნდების შემადგენლობა არ სახელდება...

ბარსელონას ლეგენდები თბილისში!

1740127671

მსოფლიო

„ზელენსკი ყოველ ჯერზე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე და პირდაპირ „ოქროს თევზს“ მოახტა“ - იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე

რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევ...

იულია ლატინინა

1740125904

მსოფლიო

რუსეთი აპირებს, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომში „გამარჯვება“ გამოაცხადოს - უკრაინული დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ომში „გამარჯვების“ გამოსაცხადებლად ემზადება. „რუს პროპაგანდისტებს დაევალათ, უკრაინა...

სვინია

1740124375

ახალი ამბები

რა ვითარებაა გზებზე - განახლებული ინფორმაცია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა....

ეს საინტერესოა

1740122880

ახალი ამბები

შსს - ნარკოდანაშაულისთვის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...

ნარკოტიკი