პარიზში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
„როიტერის“ ინფორმაციით, აქციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.
ბასტილიის მოედანზე პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გზას კეტავდნენ, ხელკეტები გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დაპირისპირება მოხდა ქალაქ რენეშიც, სადაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
„მობილიზაცია გაგრძელდება, ჩვენ არაფერზე უკან არ ვიხევთ“, - განაცხადა სტუდენტური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერმა რიად რანიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო.
თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
1791479638
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვი...
1791478741
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი
„დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა - ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს...
1791478601
ახალი ამბები166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება 155-ე საჯარო სკოლაში შეუძლიათ, პარალელურად გამოცხადებულია ბაზრის კვლევა ალტერნატიული ფართის მოძიების მიზნით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 166-ე საჯარო სკოლის მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მოსწავლეებისთვის სასწავლო...
1791474849
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე
„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის - სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვე...
1791473630
მსოფლიოვლადიმერ პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომას...





























