წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით წალკის საქმიან ეზოში გადაიტანეს.

„ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტო თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით არის აღჭურვილი. ამასთან, სატყეო რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელი დაემატა, რომლებიც სამცველოებში ტყის დაცვასა და კონტროლს ახორციელებენ. გაძლიერებული მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმები ხელს უწყობს ხე-ტყის უკანონო მოპოვების პრევენციას და გამოვლენას. კანონდარღვევების პრევენციისა და ტყის რესურსების დაცვის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788846303

მსოფლიო

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ტყის ხანძარს ებრძვიან

ბოსნია ჰერცეგოვინაში მაშველი მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ დახმარების გარეშე სტიქიის ლოკალიზების შანსი მინიმალურია. სტიქიის ზონა სპეციალური სახანძრო ავიაციის მოლოდი...

ბოსნია-ჰერცეგოვინაშ

1788844843

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 08:52-ზე  ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1788844154

საზოგადოება

ანი წითლიძე ნიკა გვარამიას კვლავ დაუპირისპირდა

დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანი წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრი წერ...

ანა წითლიძე

1788843340

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 სექტემბერს საქართველოში

8 სექტემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმ...

ამინდი  - ამინდი

1788813935

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია. მხარეებმა ორმხრივი ურ...

თამარ ტალიაშვილი