სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირის მ. ქ-ის (წყალტუბო, სოფელი ქვიტირი) საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა; დარღვეული იყო ასევე ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი.
ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1788848019
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ყოფილი, ახალი, ძველი, განახლებული „ნაცი“ არ არსებობს - საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი ყოფილი თუ მოქმედი „ნაციონალური მოძრა...
1788847953
ახალი ამბებიწალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავ...
1788846303
მსოფლიობოსნია-ჰერცეგოვინაში ტყის ხანძარს ებრძვიან
ბოსნია ჰერცეგოვინაში მაშველი მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ დახმარების გარეშე სტიქიის ლოკალიზების შანსი მინიმალურია. სტიქიის ზონა სპეციალური სახანძრო ავიაციის მოლოდი...
1788844843
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 08:52-ზე ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ...
1788844154
საზოგადოებაანი წითლიძე ნიკა გვარამიას კვლავ დაუპირისპირდა
დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანი წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრი წერ...



























