ცესკო იმერეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო. 

 შეხვედრების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე და ისაუბრა იმ გამოცდილებასა და გზაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამდე გაიარა.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანი მონაწილეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მონაწილეებს იმ აქტივობებზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ახორციელებს. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ახალ ვებგვერდზე disinfo.cec.gov.ge. 

ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახნიაშვილმა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიის შესახებ მიაწოდეს.

ქუთაისსა და ზესტაფონში საინფორმაციო შეხვედრები 14-15 მაისს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებთან შეხვედრები ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778875903

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 45 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტომი პიგოტი ვა...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

1778874200

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს

ისრაელი ემზადება ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, – „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „მე-12 არხს“ ა...

სახელმწიფო

1778872914

მსოფლიო

მერცი: მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ ის აღარ მისცემდა ახალგაზრდებს რეკომენდაციას, სამუშაოდ ან სასწავლებლად აშშ-ში გადასულიყვნენ. მიზეზად მან ამერიკაში არსებული „სოციალური კლიმა...

 ფრიდრიხ მერცი

1778871656

საზოგადოება

ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პ...

ირაკლი ზარქუა

1778870012

საზოგადოება

ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის...

ირაკლი ხელაძე