ცესკო: მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს, - აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან 8 თვეა გასული და ამ დრომდე არავის წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ბრალდებებს არჩევნების თითქოსდა გაყალბების შესახებ. არავის წარმოუდგენია მინიმალურად დამაჯერებელი ფაქტიც კი.

თუმცა, ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობის საკითხი, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან გააქტიურდა კამპანია, თითქოს არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და ამიტომ მასში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას და ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის საკითხი თუ ვინ მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. უწყება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მოახლოებული მუნიციპალიტეტის არჩევნები, ისევე როგორც გასული სხვა არჩევნები, ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სტანდარტების სრული დაცვით. ეს არის ჩვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება და არავის მივცემთ უფლებას, დააზიანოს ეს პროცესი პოლიტიკური სპეკულაციებით.

ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, აქვთ უფლება იბრძოლონ პოლიტიკური მიზნებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, თუმცა, მტკიცებით ფორმაში განცხადებები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, „რასაც უნდა დაიწერენ“ და ა.შ. სცილდება ყველა დასაშვებ ზღვარს.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებას დაავიწყოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სხვებთან ერთად მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც უწევდნენ ადმინისტრირებას და შედეგებთან მიმართებით შემაჯამებელ ოქმს განსხვავებული აზრი ათასობით წევრიდან მხოლოდ ცხრამ დაურთო, რაც უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ თავად ამ პარტიების დანიშნულ კომისიის წევრებსა და წარმომადგენლებს არავითარი კითხვის ნიშანი შედეგებთან მიმართებით არ ჰქონიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებულ პოზიციასთან, არამედ სრულიად უსაფუძვლო, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან, რომელთა მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე და პოზიტიური დღის წესრიგის გადაფარვა, საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და დისკრედიტაცია, შედეგებთან მიმართებით უნდობლობისა და კითხვის ნიშნების გაჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს რათა დააზღვიოს ყველა ის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა სუბიექტი მიზანმიმართულად იყენებს სპეკულაციებისთვის და უზრუნველყოს საზოგადოების ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული და დროული ინფორმირება, რათა არ დავტოვოთ არცერთი კითხვა უპასუხოდ, რადგან დეზინფორმაცია და მანიპულაცია აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესს.

სულ ახლახან, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რომ დეზინფორმაცია, სიცრუის სისტემური ტირაჟირება და ცილისმწამებლური კამპანიები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა – ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს მტკიცე, პრინციპულ და სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციებს, მათ შორის ჩვენ, გვმართებს განსაკუთრებული მონდომება და ძალისხმევა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე, დავიცვათ საარჩევნო გარემოს რეპუტაცია და არ დავუშვათ მისი დაბინძურება პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ინფორმაციით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებებისგან. ნუ გამოიყენებენ სიცრუეს, როგორც პოლიტიკურ იარაღს.

ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას პროფესიონალიზმით, სიფრთხილითა და შეურიგებელი ერთგულებით იმ ღირებულებებისადმი, რაც თანასწორ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უდევს საფუძვლად“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750240538

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ბორის ჩელე ყურუას აღიარებაზე: ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები

ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამე...

ირაკლი ზარქუა

1750239290

საზოგადოება

თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა, წაიშინეს ხელები, 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ. მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის...

თოფურია

1750238881

საზოგადოება

ვეტერანი თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო - შემდეგ გამოჩნდა სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა

ეროვნული გვარდია როდესაც ორთაჭალაში იყო, გვქონდა ომში დაღუპული ბიჭების კუთხე გვქონდა - ძირითადად სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების, კანდელი გვენთო და წმინდა ადგილივით იყო. მეტსაც ვი...

ვეტერანი თოფურია

1750238170

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვ...

ლაშა ხუციშვილი

1750236757

ახალი ამბები

გიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით

„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ...

გიორგი ტყემალაძე