ცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და განხორციელება, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ან/და მათში მომხსენებლად ან სხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება.
მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოაწერეს.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ცესკოს ახალი ვებპლატფრომის „დეზინფორმაციის რეესტრის“ შესახებ.
ახალგაზრდების ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ცესკო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას შეუწყობს.
1766146587
ახალი ამბებინინო წილოსანი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს იქნება ეროვნული ინტერესების დამცველი პროექტი და ამის საპირწონედ შენ უყურებ „ფეიქებს“, ადვილი მისახვედრია რა არის სიმართლე და რა - სიცრუე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა. „ეს კიდევ ერთი დეზინფორმაციული კამპანიაა „იგლ ჰილსის“ უპრეცე...
1766144343
ახალი ამბებიპარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. „საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი საშემ...
1766143303
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე-პრემიერმა Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრა...
1766142561
ახალი ამბებიევროპარლამენტი ევროკავშირს საზღვარგარეთ აბორტების დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას სთხოვს
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, კანონმდებლებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს სოლიდარობის მექანიზმის შექმნისკენ, რათა დაეხმაროს ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ უსაფრთხო და ლეგალური აბორტი...
1766140668
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ
ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...






























