მეუფე შიო: არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს - ვნებებთან ბრძოლის გზა, ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან
ვნებებთან ბრძოლის გზა - ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან... ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სიხარული, რომ მივაღწიოთ ამას... ეს არის ჩვენი გამოსწორებისა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
„კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა, მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან ჭეშმარიტებით, სამწყსოსა შენისათვის“, - უგალობს წმინდა ეკლესია წმინდა ნიკოლოზს დღესასწაულის ტროპარში.
რას ნიშნავს „მოძღვრად მარხვისა“? როგორც იცით, მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება. მაშ, რისგან თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი?
ამ ცხოვრებაში არის ბევრი ამქვეყნიური სიკეთე. ნუთუ ამ ყოველივე სიკეთესა და სიამოვნებაზე უარის თქმა მოგვეთხოვება? თუნდაც იმაზე, რასაც ქმნის კაცობრიობის კულტურა, ცივილიზაცია? ნუთუ მოგვეთხოვება სიხარულზე უარის თქმა? - ასე ფიქრობს ბევრი, - იმიტომ, რომ ამ სიკეთეებს ხომ სიხარული მოაქვთ და თუ ეკლესია ამას ითხოვს, მაშინ რაღა სიხარული დარჩება ჩვენს ცხოვრებაში? - ასე ამბობს ბევრი ადამიანი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არა. სწორედაც, პირიქით, უფალს სურს, რომ მუდამ გახარებული ვიყოთ. არათუ უარი ვთქვათ სიხარულზე, არამედ სულ გახარებული ვიყოთ.
მაგრამ რომელ, როგორ სიხარულზეა საუბარი? - აი, ეს არის საკითხავი.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ბატონობს ხორციელი სიამოვნება და ხორცის მსახურება. ეს თითქმის ყველაფერში ასეა. ადამიანთა შორის უმრავლესობა ასეა. მთავარი მიზანი ცხოვრებისა, მიზანი სიხარულისა ესაა - ხორცის მსახურება და სიამოვნება.
თქვენ იცით, რომ ღმერთმა შექმნა ჩვენი სხეულიც და ხორციც, მაგრამ ადამიანები ამას ძალიან ცუდად იყენებენ. იმისთვის არ შექმნილა ხორცი, რომ მას ვემსახუროთ, ჩვენ კი ვნებებში ვცხოვრობთ და ამ ვნებების მეშვეობით ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს ჩვენი ბუნებისა. ქრისტიანულ ასკეტიკაში ამ ხორცის ცნებაში არ შედის მხოლოდ ფიზიკური სხეული, არამედ სულის ვნებებიც, რომლებიც არის ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინება. ქრისტიანობა გვასწავლის ამ ვნებებისგან თავის შეკავებას, მათთან ბრძოლას, რომ არ ვაქციოთ ვნებები იმ კერპებად, რომელთაც შემდეგ მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანი.
რა ვნებებია ეს? ზოგისთვის ეს არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებებისადმი ვნება, ზოგისთვის - ნაყროვანება, სიძვა, ვიღაცისთვის ეს არის ფულის სიყვარული, თანამდებობის, უფროსობის, ვიღაცისთვის - მრისხანება, განკითხვა, გაღიზიანება. ასეთი ადამიანი ვერ იკავებს თავს, რომ ცუდი არ თქვას, არ განიკითხოს ის, ვინც მას არ მოსწონს. არის ვნება ქედმაღლობისა. ძალიან ბევრია ეს ვნებები. მათი დაკმაყოფილების მეშვეობით ჩვენ ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს, ჩვენ დაცემულ ბუნებას. ჭეშმარიტი ბედნიერება კი, ვიმეორებ, არის ვნებებთან ბრძოლაში. აი, აქედან მოდის ნამდვილი სიხარული.
ეს ბრძოლა, ძვირფასო ძმებო და დებო, იწყება ალბათ ყველაზე ვერაგ მტერთან და ვნებასთან - ხორციელ გულისთქმასთან ჭიდილით. ეს არის სიძვის ვნება, რომელიც ადამიანს ანგრევს, ცხოვრებაში შემოაქვს უამრავი სიმწარე, უბედურება და სიცარიელე. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს სიძვის ვნება ყველაზე მეტად შეურაცხყოფს ადამიანის მაღალ ღირსებას.
ამრიგად, ვნებებთან ბრძოლის გზა - ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან, რაც არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი, რაც იწყება ამ ცხოვრებაშიც და გრძელდება მარადისობაშიც. ყოველდღიურ ლოცვებში ვამბობთ, რომ უფალმა გვაზიაროს მის „საღვთო დიდებას“, ეს „საღვთო დიდება“ არის სწორედ საღვთო ნეტარება.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, როგორც ბევრს ჰგონია; არამედ, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და ჩვენ მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სიხარული, რომ მივაღწიოთ ამას.
რა სიხარულია ეს? ეს არის ჩვენი გამოსწორებისა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული. ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ ეს მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორ თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი. დაე, მისი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ვისწრაფოთ ამ სიხარულისა და ნეტარებისკენ; რომ გავიგოთ, რა არის ნამდვილი თავშეკავება და მარხვა; რომ ქრისტიანულად ისე ვიცხოვროთ, ყოველთვის გვქონდეს ეს სიხარული აქაც და საუკუნო ცხოვრებაშიც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის და საკვირველთმოქმედის ლოცვით, ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ“, - განაცხადა მეუფემ.
1766147993
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ჯონსონი არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, პოლიტიკის ისტორიაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ 2022 წლის აპრილში, როდესაც ომი სრულდებოდა და შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული უკრაინას და რუსეთს, მაშინ ბორის ჯონსონი...
1766146587
ახალი ამბებინინო წილოსანი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს იქნება ეროვნული ინტერესების დამცველი პროექტი და ამის საპირწონედ შენ უყურებ „ფეიქებს“, ადვილი მისახვედრია რა არის სიმართლე და რა - სიცრუე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა. „ეს კიდევ ერთი დეზინფორმაციული კამპანიაა „იგლ ჰილსის“ უპრეცე...
1766145048
ახალი ამბებიცესკოსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მ...
1766144343
ახალი ამბებიპარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. „საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი საშემ...
1766143303
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე-პრემიერმა Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრა...





























