რატი იონათამიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ
ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, ბორის ჯონსონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო.
მისი თქმით, ჯონსონმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.
„ამ ადამიანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა თავის დროზე სტამბოლის მოლაპარაკების ჩაშლაში და იმის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში იმყოფება უკრაინა. დღეს, როდესაც ამბობს, რომ თურმე ნატოში გაწევრიანება ყოველთვის ილუზია იყო უკრაინისთვის და მაშინ პირიქით ამბობდა, რომ დაჩქარებულად უნდა მიეღო ნატოს ან მაშინ იტყუებოდა ან ახლა. და რა თქმა უნდა, მაშინ იტყუებოდა პირველ რიგში ეს ადამიანი.
დღეს თუ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ტყუილებს, მანიპულაციას კონკრეტული მიზანი ჰქონდა, რომ უკრაინა გამოეყენებინათ ცალკეულ ბიუროკრატებს თავისი შავბნელი მიზნებისთვის ისე, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ, არც ადარდებდათ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი არც მაშინ და არც ახლა, რა თქმა უნდა ეს უკვე ფაქტებით შეგვიძლია ვთქვათ. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში თუ რას გადარჩა ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდოდათ გაეწირათ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
1766135123
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წითელმა არმიამ რაც გააკეთა ხიშტით, ახლა კაია კალასი ცდილობს, იგივე სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს
1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, ისინიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ქართველი ხალხის სახელით შემოვიდნენ, ამბობდნენ, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქ...
1766133437
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლე...
1766132386
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მაკრონის განცხადებაზე: ვისაც დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა და თუ ვინმეს ეს არარეალურად მიაჩნდა, ის „რუსეთუმე“ იყო, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პუტინთან ხელახლა ურთიერთობას ევროპისთვის „სასარგებლო“...
1766131231
მსოფლიოაშშ-მა „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ნოემის თქმით, ეს...
1766129750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო, ისევე, როგორც საგაზაფხულო სესია და წელიც, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საშემოდგომო სესია შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლითაც საკანონმდებლო საქმიანობა განხორციელდა. „საშემოდგომო და ისევე, რო...































