წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს

„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს.

წმინდა ცეცხლი საქართველოში მომლოცველთა მცირე ჯგუფმა ჩამოაბრძანა. აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მეუფეებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

ზეციური ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე ზუსტად 15:14 საათზე გადმოვიდა. საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. მანამდე, თეოფილე III სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. შემდეგ იგი განიმოსა. უფლის საფლავზე, დაახლოებით, 15:09 საათზე შევიდა და საფლავი დაიხურა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1775918779

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ნა...

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებ

1775917663

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი FOX NEWS-ის სტატიაზე: ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი

„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1775914018

მსოფლიო

ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, მხარეები ერთმანეთს პირისპირ, თუ შუამავლების მეშვეობით ხვდებიან. თუკი დადა...

 ირანი და აშშ

1775913829

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი ნიუ - იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე...

გივი მიქანაძე

1775912576

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. ზელენსკის განცხადებით, ჯარისკაცების უმეტესობა ტყვეობაში 2022...

 უკრაინამ რუსული ტყვეობიდან