თურქეთის მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა - საგარეო უწყება
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს დაღუპული მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, გარდაცვლილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი.
მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
1769941528
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას
ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...
1769937648
მსოფლიოსტივ უიტკოფი: კირილ დმიტრიევთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
სტივ უიტკოფმა უკრაინაში ომის დამთავრებისთვის ფლორიდაში გამართულ ამერიკულ-რუსულ მოლაპარაკებებს, პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შე...
1769935738
მსოფლიოტრამპის განცხადებით, ირანი აშშ-სთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან „დამაკმაყოფილებელი“ შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. „არ ვიცი, დათანხმდე...
1769932183
საზოგადოებადონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ
შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...
1769930880
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...



























