დონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ
შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგაშის გამოცხადება და ფედერალურ შენობებთან დაცვის გაძლიერება გახდა საჭირო, რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც.
ფედერალური აგენტების საქმიანობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შტატების ათობით ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, დენვერში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონში, ორეგონში გავრცელდა. ქუჩაში გამოსულები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების მუშაობის შეჩერებას ითხოვდნენ.
აქციებთან დაკავშირებით საგანგებო განკარგულება გამოსცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ფედერალურ აგენტებს უბრძანა არ ჩაერიონ საპროტესტო აქციებში, თუ კი ადგილობრივი მმართველობები მათგან დახმარებას არ მოითხოვენ ან ფედერალურ ქონებას საფრთხე არ დაემუქრება.
„აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს დავავალე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ. შეგვატყობინეთ, როდის იქნებით მზად და ჩვენ იქ ვიქნებით, მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებთ, უნდა გამოიყენოთ სიტყვა „გთხოვთ“.
გახსოვდეთ, ფრთხილად იყავით - იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური, სასაზღვრო პატრული ან საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამხედრო ძალები უკიდურესად ძლიერი და მკაცრი იქნებიან ჩვენი ფედერალური ქონების დასაცავად“, - დაწერა ტრამპმა.
1769926940
მსოფლიოზელენსკი: რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმებას
რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმების მიღწევას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ...
1769925984
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმში დღი...
1769891785
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო
„ვინმე მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდე...
1769890468
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა: „მოსკოველმა არსებებმა, კობახიძემ, ივანიშვილმა და სხვებმა ქვეყანა უნდა და...
1769888146
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს, ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა
ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს. ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა, - განაცხადა გ...






























