ტრამპის განცხადებით, ირანი აშშ-სთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან „დამაკმაყოფილებელი“ შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
„არ ვიცი, დათანხმდებიან თუ არა ისინი ამას. მაგრამ ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სერიოზულ მოლაპარაკებებს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე.
ტრამპმა არ უთხრა ჟურნალისტებს, თუ რის გაკეთებას აპირებს ირანთან მიმართებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის ბედს მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს. „ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვნახოთ, რა მოხდება... ჩვენ გვყავს დიდი ფლოტი, რომელიც იქით მიემართება“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ აშშ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთში თავის მოკავშირეებს შესაძლო დარტყმების გეგმების შესახებ არ ატყობინებს. „ჩვენ არ შეგვიძლია მათ გეგმის შესახებ ვუთხრათ. მათთვის გეგმის გამხელა თითქმის ისეთივე ცუდი იქნებოდა, როგორც თქვენთვის თქმა. სინამდვილეში, ეს შეიძლება უფრო უარესიც იყოს“, - განაცხადა მან.
1769929351
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწ...
1769926940
მსოფლიოზელენსკი: რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმებას
რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმების მიღწევას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ...
1769925984
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმში დღი...
1769891785
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო
„ვინმე მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდე...
1769890468
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა: „მოსკოველმა არსებებმა, კობახიძემ, ივანიშვილმა და სხვებმა ქვეყანა უნდა და...




























