თურქეთში დაგეგმილი მედიკამენტების ფასი ზრდა, იქონიებს თუ არა გავლენას, საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე? - ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
"თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით.
ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია.
თურქეთში ფარმაცევტული კურსის დაკორექტირებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ.
მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით.
ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არ დაიკარგება.
თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს”- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60% − 80%-მდე შემცირდა. წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა. დანაზოგი დაახლოებით 53 მილიონი ლარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
* დევნილთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს სახლს შეუსყიდის
1768491094
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინ...
1768488640
მსოფლიოტრამპი: ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის. „ფოქს ნიუსი: „პრ...
1768487930
საზოგადოებაGroupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) და TAV Georgia-მ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება გააფორმ...
1768486899
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე სპეკულაციები არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, 75 ქვეყანაზე მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი
„ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგა...
1768485634
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩა N49-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორ...



























