თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების საქმეზე 184 პირი დააკავეს - გამოძიება მიმდინარეობს 600-ზე მეტი ადამიანის მიმართ

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების საქმეზე გამოძიება უკვე 600-ზე მეტი ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე უკვე 184 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და უძრავი ქონების მესაკუთრეები. ექსპერტები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ კორუფციისა და სახელმწიფო პოლიტიკის გამო ბევრი ახალი შენობა უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით შენდება.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 50 ათასს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793797549

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

კურსი

1793796074

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო

„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს. ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართ...

ირაკლი ხელაძე

1793795174

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...

მოძრაობა

1793794247

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1793793858

ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია

ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...

 ფორმულა