ვახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს
„აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინს გადააჭარბა – 2026 წლის პირველ ნახევარში 7,9%-იანი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის და რეგიონში არსებული დაძაბულობის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად ასახვის ფონზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა. შედეგად, მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6,3%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ზოგადად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება ყველაზე მაღალია.
ამასთან, მისი თქმით, ეს გაუმჯობესება ხდება იმ ფონზე, როცა ზოგადად რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ენდობა კერძო სექტორი, ენდობიან საერთაშორისო ინვესტორები და ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებზე. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და საფუძველზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.
1790163342
საზოგადოებაირაკლი ლატარია: „იმედსა“ და „POSTV“-ის ობიექტურობას უწუნებდა „ლელო“, როგორც კი მათ ვუხსენებდით „TV პირველს“, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ - რას ამბობთ, რა შუაშია „ლელო“ და „TV პირველიო“? ჰოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს „TV პირველი“
ექსპერტი ირაკლი ლატარია „TV პირველის“ დირექტორად პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ლატარია წერს, პარტია „ლელო“ ყველაზე მეტად „იმედისა“ და „POSTV“-...
1790161367
საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტრო: 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის. ხიდთან მისასვლელი გზის სამშენე...
1790160537
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“, ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება
„სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ...
1790159375
საზოგადოებატელეკომპანია „პირველის“ დირექტორი „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა
ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის, „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა, ვატო წერეთელმა კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა. ს...
1790158770
ახალი ამბებინიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ასპარეზობას ძირითად ბადეში გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი...


























