ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა საჭიროა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთება.

ახალი მაგისტრალური მილის მოწყობა უკვე დასრულებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კოორდინაციით. განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მისი მოქმედ წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირება.

სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე, წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.

გვესმის, რომ წყალმომარაგების ხანგრძლივი შეზღუდვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს შექმნის, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის თითოეულ აბონენტს.

სამუშაოები წინასწარ მომზადებული გეგმითა და უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება, რათა წყალმომარაგება განსაზღვრულ ვადაში აღდგეს.

გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისა და შესრულებული ეტაპების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის.

შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიაწვდის. მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.

ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790156036

ახალი ამბები

პატრიარქი შიო III წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს მარტვილის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხ...

შიო მესამე

1790154295

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს

„პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ...

არჩილ გორდულაძე

1790153230

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატ...

შალვა პაპუაშვილი

1790151396

საზოგადოება

ცესკოს პრესსპიკერი გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს...

ცესკოს შეხვედრა

1790151287

ახალი ამბები

25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩების პერიოდში „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს....

ზოგადი