"ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალებიც გაჩნდა" - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალებიც გაჩნდა.

ამის შესახებ გოდოლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

"ეს მეწყერი სულ აქტიური იყო, უბრალოდ ვერ შეაკავეს.

ეს დაძრული სისტემაა და დაძრული სისტემის შეკავება ძალიან სერიოზული საკითხია და ამას დილეტანტები არ უნდა აკეთებდნენ.

რაც შეეხება ამხელა მასის დინამიკას, მასა დინამიკაშია.

არის ძველი ნაპრალები, ასევე ახლებიც არის დამატებული.

დინამიკაში მოსული მეწყერია, ბეტონის ინექციებმა არ უშველა.

იმედი მქონდა, რომ გამაგრებითი სამუშაოები ამ პროცესს დროებითი შეაკავებდა, როგორც ჩანს, ვერ აკავებს",- აღნიშნავს თეა გოდოლაძე.

ცნობისთვის, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა.

ვაშლიჯვარში არსებულ ვითარებას წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში.

"ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება, არსებობს ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, თოვლის და წვიმის ზემოქმედებით თიხისგან გადაირეცხა, რაც ბუნებრივი პროცესია და საჭიროებს პერიოდულ შევსებას.

 მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის", - აღნიშნავენ მერიაში.

სხვა სიახლეები:

🔲 "ვიღაც მწერდა, ბუჩაში ქართული რესტორანია და თუ აქეთ მოხვდით შემოიარეთო... ამ დილით ისეთი ბახუსი აქვს ყველას, რომ ორი საათია შემჭამეს - ბუჩას შევუტიოთო" - ირაკლი ოქრუაშვილი

🔲 "მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც არაამქვეყნიური, ჩვენს ცოდვილ დედამიწას განშორებული" - ალა დუდაევა ზვიად გამსახურდიას შესახებ 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791436898

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლა...

ირაკლი ზარქუა

1791435510

ახალი ამბები

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების...

პარლამენტი

1791406469

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას

სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის...

მაკა ბოჭორიშვილი

1791405679

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული, ასეთი მცდელობები ისევ არის

ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი...

მაკა ბოჭორიშვილი

1791403905

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...

ნიკოლოზ სამხარაძე