VIDEO:ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა - შსს მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებულმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა.-მ 64 წლის კაცს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი კაცი ლიფტში გუშინ, 22 მარტს იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გარდა ამისა, ლიფტში იყო ცეცხლის კვალი. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747140346

ახალი ამბები

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში წვიმიანი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს...

წვიმიანი ამინდი

1747138259

საზოგადოება

ანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში

ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმ...

ანა წითლიძე

1747138202

საზოგადოება

ანა წითლიძე: ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია

ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლ...

ანა წითლიძე

1747137677

საზოგადოება

ანა წითლიძე: სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წ...

ანა

1747137445

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველო იმყოფება „ცალმხრივი მეგობრობის“ მძევლობაში - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, „ევროსაბჭოთა კავშირი“, ამერიკა, საიდანაც გამოსვლის დროც დგება - ოღონდ ბურთიც და მოედანიც ვაშინგტონის მხარეზეა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილს, სოციალური ქსელით ეხმი...

საზოგადოეა