ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალების გეგმებსა და 26 მაისთან დაკავშირებით მათ სპეკულაციებს ჟურნალისტებთან ეხმიანება.
„წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგიჟეებს სჩადიოდნენ, სისულელე განცხადებებს აკეთებდნენ და იღებდნენ ერთ შედეგს. ახლაც იმავეს ამბობენ და აკეთებენ და ჰგონიათ, რომ მიიღებენ სხვა შედეგს“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებები ე.წ მკვდარი ცხენის თეორიას ემთხვევა. ზურაბ ქადაგიძემ განმარტა 3 მიზეზი თუ რატომ სპეკულირებენ რადიკალები 26 მაისით. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი აქტივისტებსა და უწყებებს შორის დაპირისპირებაა იმისთვის, რომ 2011 წლის 26 მაისთან შეძლონ პოლიტიკური პარალელების გავლება.
„არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ბიზნესში ისწავლება საინტერესო თეორია - ე.წ მკვდარი ცხენის თეორია, როდესაც კომპანიონები ფიქრობენ, როგორ გააცოცხლონ ესა თუ ის პროცესი - ცვლიან მხედარს, ლაგამს, უნაგირს, მიზნებს, ნალსაც. ეს ფსიქოლოგიური მოვლენაა და საბოლოო ჯამში მიდიან იქამდე, რომ ხვდებიან - ეს ცხენი რეალურად მკვდარია. ცოტა სარკასტულია, მაგრამ ასეთი თეორია ნამდვილად არსებობს და შემიძლია პირდაპირ პარალელი გავავლო დღევანდელ ქართულ ოპოზიციასთან. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგიჟეებს სჩადიოდნენ, სისულელე განცხადებებს აკეთებდნენ და იღებდნენ ერთ შედეგს. ახლაც იმავეს ამბობენ და აკეთებენ და ჰგონიათ, რომ მიიღებენ სხვა შედეგს. ეს პარადოქსია, რომელიც მათ სჭირთ.
რატომ აქვთ არჩეული ეს თარიღი [26 მაისი]? მათ აქვთ მცდელობა, მაქსიმალური პროვოცირება მოახდინონ იმისთვის, რომ რადიკალ აქტივისტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის მოხდეს დაპირისპირება. ცოტახნის წინ მიზანი იყო 9 აპრილი და ახლა კი 26 მაისი. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ააწყონ პიარ-კამპანია, რამენაირად მოახერხონ 2011 წლის 26 მაისთან პარალელის გავლება და პოლიტიკურ კონტექსტში გადათარგმნა და თქმა - რასაც ებრძოდით, იმავეს აკეთებთო.
ასევე აქვთ მეორე გათვლაც - ვხედავთ მათ ლუსტრირებულ აქტივსა და ამომრჩეველს. ხელფასზე მჯდომი აქტივის გარდა, მხარს აღარავინ უჭერს, ყოველდღე 300-400 ადამიანს დააბოდიალებენ რუსთაველის გამზირზე. ამიტომ, სჭირდებათ კონკრეტული თარიღი და ადამიანები, კრიტიკული მასა, რომელიც რაღაცნაირად პოლიტიკურ მუხტს აწევს. 26 მაისი კი არის ამის საშუალება.
რეალურად მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხო დგას უკვე - ან აგრძელებენ მოქმედებას, მაღალ პლაცდარმზე აიწევენ და პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნიან ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი. 26 მაისის შემდეგ მოდის ივნისი და შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში. მათ აქვთ ეს 3 ამოცანა, რომელიც რამენაირად უნდა შეასრულონ 26 მაისს, წინასაარჩევნო პერიოდამდე“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1747920442
საზოგადოებაალან ბერსე: ის რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს
Euronews-მა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს სტატია „დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“ გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა თემებთან ერთად განხილულია უცხოური გავლენების შესახებ კანონები,...
1747920262
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს. ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიანი გი...
1747919684
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7383 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7397 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1747917667
საზოგადოებარუსუდან შარაძე: გურამ შარაძეს მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და ამაში ფულს იღებენ
„პირადად მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ უფროსი თაობა თვითონ ფაშისტებისა: ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი - დღესაც რომ ვერ გაძღნენ სა...
1747916610
საზოგადოებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთამსვლელის დაღუპვაზე განცხადებას აკეთებს
IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. სამწუხარო ამბის დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამ...