ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას - გაწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ

უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მას ზურგს არავინ უმაგრებს, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მედია და პოლიტიკოსები, აქტივისტის მიერ რაიმე საგნის სროლად გმირობად მიიჩნევენ, შემდეგ მოდის და იმავეს იმეორებს, ვინაიდან, ეს კარგი საქმე ჰგონია.
„არის ადამიანი, პოლიტიკური აქტივისტი, ტელევიზორი და ეს აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას მერე ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას, მერე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს და შენ არ დგახარ იმ მომენტში და არ ყვირი, "ხალხო, არ ქნათ ეს, რევოლუციას არ „ვხოდავთ“ ჩვეულებრივი წაქეზება ხდებოდა, ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, როცა ამ სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ „ხოდავდა". ახალგაზრდა ბიჭს რომ შეიძლება ეგონოს, რომ ის გმირია, ეს ძალიან მარტივია.“ - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მისვე განცხადებით, აქციებზე წაქეზება და ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, ამის გამო, 50 ახალგაზრდა გაიწირა და ოპოზიცია ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ვინაიდან, მათ არ განაცხადეს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამართულიყო და არანაირი რევოლუცია არ იგეგმებოდა. „აქეთ მხარეს, პოლიტიკოსებს, 4-5-9-25 პარტიებს რომ ეთქვათ, რომ არანაირ რევოლუციას არ
„ვხოდავთ“ ხალხო, მკაფიოდ მშვიდობიანი პროტესტია ეს. „ფეიკ-რევოლუცია „მოიხოდა“, რომელზედაც გაწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ? იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ, ხალხო, ჩვენ არანაირ რევოლუციას არ ვაკეთებთ, არავის ესროლოთ, ფეიერვერკებს არ გიყიდით, ჯარიმებს არ გადაგიხდით,“ - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
1747935182
საზოგადოებანინო წილოსანი ოპოზიციაზე: ძალადობრივი დაჯგუფებაა, ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები. ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კანონს დაემორჩილოს
იმდენად ძალადობრივი დაჯგუფებაა, რომ არ ერიდებიან და ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები, ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გ...
1747923833
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალების გეგმებსა და 26 მაისთან დაკავშირებით მათ სპეკულაციებს ჟურნალისტებთან ეხმიანება. „წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგ...
1747921395
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს
ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წ...
1747921168
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს
კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ორი არასამთავრობო ორგა...
1747921133
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, დღის წესრიგში პოლიტიკური საკითხები საერთოდ აღარ აქვთ, შესაბამისად ენჯეოებსაც აღარ აქვთ საქმე, რადგან ვეღარ ფინანსდებიან ძირითადი წყაროდან
ჩვენს მიერ მიღებული გაცილებით უფრო ლიბერალური კანონი, რომელიც განსხვავდებოდა, მაგრამ უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ფარას კანონი, არ იქნა შეჩერებული სტრასბურგის ევროპის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. როგო...