ყაველაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები

 არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორი ბრძოლა მიდის, როცა არსებული ადმინისტრაცია ებრძვის „დიფ სთეითს“. იქ მიდის ბრძოლა და საუბარია, რომ წინა პრეზიდენტს, ობამას შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაული დაუმტკიცდეს და პასუხისგებაში მიეცეს. არ უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ ერთიანი პოზიციაა.

ასევეა ევროკავშირიც. ეს არის ევროკავშირის ბიუროკრატიული ნაწილი. რა თქმა უნდა, რიგი ქვეყნებია გაწევრიანებული, მაგრამ არიან ქვეყნები და მათი წარმომადგენლები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ ამ ყველაფერთან და ნუ წარმოვადგენთ, რომ ევროკავშირი არის ამ ყველაფრის წარმომადგენელი.

რა თქმა უნდა, ღია ვართ, მაგრამ ვამხელთ კიდევაც, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აცხადებს ყაველაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753615766

ახალი ამბები

„მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 38-41 გრადუსამდე“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს. „27-31 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ...

ააა

1753614255

ახალი ამბები

ქუთაისში ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

 ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. ამავე ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა...

პოლიცია

1753612572

ახალი ამბები

მაჭავარიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე: თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება, ის არის კორუმპირებული და დამნაშავე

 „აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება. ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე“, -...

ლევან მაჭავარიანი

1753610768

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ჯაფარიძის წერილზე: არცერთ დონეზე არ ვთანამშრომლობთ რუსეთთან, გარდა ეკონომიკურისა. ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და „ქართული ოცნების“ რუსეთთან დაკავშირებას ცდილობს, რაც აღქმებია და არა რეალური მოცემულობა

 ამჯერად ტყუილის გამავრცელებლად გირჩი ჯაფარიძე მოგვევლინა, რომელიც ამბობს, რომ საითაც არ გაიხედავ და ჩაიხედავ ყველგან რუსეთია, მოდი გავიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ რომ არსად რუსეთი არ არის, - ასე ეხმი...

ჩიხელაძე

1753608486

ახალი ამბები

ავარია სამტრედიაში - დაიღუპა 1 ადამიანი

 სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 26 ივლისს მოხდა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 1 მძიმედ დაშავდა. დაშა...

პოლიცია