შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1753624533
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა
„ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია....
1753623954
ახალი ამბებიყაველაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები
არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავ...
1753622111
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო
„კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმ...
1753618065
ახალი ამბებიგორდულაძე: ყველას მოვუწოდებ, ხელი არ წაუცდეთ და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი
,,ყველას მოვუწოდებ, ხელი არ წაუცდეთ და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - ამის შესახებ...
1753615766
ახალი ამბები„მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 38-41 გრადუსამდე“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს. „27-31 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ...