ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე ქვეყანაში

„საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას.


ასევე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა.

ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738838614

მსოფლიო

ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯან...

ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

1738837422

მსოფლიო

პუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გაგლოევს 6 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა. ვლადიმერ პუ...

პუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

1738835660

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი

„ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1738834873

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე

1738833615

ახალი ამბები

კახა კალაძე „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გარეშე

„არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „...

კახა კალაძე