კახა კალაძე „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გარეშე

„არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულია და ეს არის ოპონენტების მიერ გამოგონილი სიცრუე.

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორ „რუსული კანონი“. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები. ამ თანხების გამოყენება ძირითადად ხდებოდა, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების გადაყენების, რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობისთვის. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება აკეთებს, არის ადამიანების წახალისების მცდელობა. უამრავ ადამიანს აურიეს გონება, დაღუპეს და ყოველდღიურად წამლავენ მოსახლეობას, ახალგაზრდებს ცრუ ინფორმაციებით და ხელს უწყობენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას. ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სატრანსპორტო კვანძების შესახებ, თუ სად იქნება აკრძალული აქციების ჩატარება, თბილისის მერის თქმით, კანონში განსაზღვრულია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა გადაკეტვაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები განსაზღვრულია. შეიძლება რაღაც მიემატოს ან გამოაკლდეს. მაგალითად, ქალაქის გასასვლელი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და მის გადაკეტვას ცდილობდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია მშვიდობიანი ფორმებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მედიასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიტანული სტანდარტით იხელმძღვანელებს.

„ამ მიმართულებით შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რაც BBC-ის აქვს და ამით ვიხელმძღვანელებთ. ამაზე როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ცუდი კანონია და დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება? ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738837422

მსოფლიო

პუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გაგლოევს 6 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა. ვლადიმერ პუ...

პუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

1738835660

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი

„ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1738834873

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე

1738832628

ახალი ამბები

ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე ქვეყანაში

„საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენ...

ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე

1738831254

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში

„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რა...

შალვა პაპუაშვილი