ყოფილი ევროკომისარი ხოაკინ ალმუნია: დღეს, სამწუხაროდ, აშშ ჩვენი მტერია

 ყოფილმა ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ ესპანურ მედიასთან ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპისთვის მთავარი მოკავშირიდან მტრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა, - ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

„ევროპას ოდესღაც მოკავშირე ჰყავდა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, აშშ ჩვენი მტერია“, - თქვა ალმუნიამ, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „აშშ პროევროპულიდან ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციაზე გადავიდა - და ეს არა მხოლოდ ევროპელებს, არამედ ამერიკელებსაც უნდა აშფოთებდეს“.

 

სააგენტოს ცნობით, ესპანურ რადიო „კადენა სერთან“ საუბრისას ალმუნიამ აღნიშნა, რომ საფრთხე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მომდინარეობს და არა მთლიანად ამერიკელი ხალხისგან. მიუხედავად ამისა, მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის ლიბერალურ დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში.

„ტრამპი ევროკავშირს თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და (რუსეთის პრეზიდენტს) ვლადიმერ პუტინს - მეგობრად. როდესაც აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტი ღიად უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს, რომლებსაც ტრამპი „პატრიოტულ პარტიებს“ უწოდებს, ეს ნამდვილად მაშფოთებს“, - აღნიშნა ხოაკინ ალმუნიამ.

 

ალმუნიასგან შექება დაიმსახურა ანტონიო კოშტამ ვაშინგტონის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კრიტიკისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპას, მიგრაციისა და ზედმეტი რეგულაციების გამო, „ცივილიზაციური წაშლა“ ემუქრება. თუმცა ყოფილმა ევროკომისარმა ისიც აღნიშნა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამო ბრიუსელის დუმილით. კერძოდ, მან შეშფოთება გამოხატა სხვა ევროპელი ლიდერების, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დუმილის გამო ამ თემასთან დაკავშირებით. ალმუნიამ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის რეაქცია ღაზაში განხორციელებულ გენოციდზე და თქვა, რომ მას აკლია თანმიმდევრულობა და სისწრაფე.

 

„თუ ჩვენ ვხედავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ჩვენ გადამწყვეტად უნდა ვუპასუხოთ. როგორც ევროპელებმა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც ასეთი პრინციპები ირღვევა - არ უნდა დავხუჭოთ თვალი და არ უნდა მოვძებნოთ გამართლება“, - ციტირებს ხოაკინ ალმუნიას სიტყვებს „ანადოლუ“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767342243

ახალი ამბები

გეკა გელაძემ თბილისსა და შიდა ქართლში უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

 შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისსა და შიდა ქართლში სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ სამსახურებრივი მოვალეობის...

გეკა გელაძე

1767339983

ახალი ამბები

საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

 საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, - ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლი...

საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

1767337814

ახალი ამბები

ნატახტარის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორის...

მოძრაობა აკრძალულია

1767336116

ახალი ამბები

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური...

გზა თოვლი მოძრაობა

1767301253

მსოფლიო

CNN: უკრაინული ჯარები სამხრეთში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან

უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთში მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, სადაც შედარებით ნაკლებად აღჭურვილი დანაყოფები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რიცხოვნობით რუსულ ბრიგადებს - ამ უკანასკნელებმა ბოლო კვირების განმ...

უკრაინული ჯარები