CNN: უკრაინული ჯარები სამხრეთში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან
უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთში მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, სადაც შედარებით ნაკლებად აღჭურვილი დანაყოფები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რიცხოვნობით რუსულ ბრიგადებს - ამ უკანასკნელებმა ბოლო კვირების განმავლობაში ასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს, - წერს CNN-ი სტატიაში სათაურით უკრაინული ჯარები სამხრეთში „ინტენსიური“ ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო.
რუსები ზაპოროჟიეს სამხრეთ რეგიონის რამდენიმე რაიონში ღია ადგილებზე დაწინაურდნენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ოფიცერმა ოთხშაბათს CNN-ს განუცხადა, რომ რეგიონში ვითარება „დაძაბულია“.
„მტერი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები მოლაპარაკებებში, მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდების მცდელობით“, - განაცხადა ოფიცერმა.
„რუსები იყენებენ ქვეითთა მცირე ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი გზითა და მარშრუტით გაარღვიონ ის პოზიციები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არის დაცული“, - დასძინა მან.
ბოლო დროს საბრძოლო მოქმედებების უდიდესი ნაწილი ქალაქ გულიაიპოლეში და მის შემოგარენში მიმდინარეობს. გულიაიპოლე რეგიონული ცენტრიდან, ქალაქ ზაპოროჟიედან, აღმოსავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. ზაპოროჟიეს მოსახლეობა ომის დაწყებამდე 700 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა.
კვირას გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა, რეგიონში რუსული ძალების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი ივანაევმა განაცხადა, რომ ქალაქი აღებულია. ივანაევმა პუტინს მოახსენა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან მისმა ძალებმა დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 210 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს, რაც ამყარებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, რომ საბოლოოდ რუსეთი მიაღწევს თავის მიზანს - მოახდინოს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ოთხი რეგიონის ოკუპაცია.
უკრაინელები ფართოდ იყენებენ დრონებს იმ რაიონებში, სადაც ქვეითი ჯარის ნაკლებობას განიცდიან. გაშლილ ადგილებში დრონები ეფექტურია რუსული ოცეულების გასანეიტრალებლად, თუმცა მიტოვებული შენობებითა და სარდაფებით განაშენიანებული ტერიტორიები თავშესაფარს სთავაზობს მომავალ ჯარებს.
ის, რაც გულიაიპოლეში მოხდა, პირდაპირ უკრაინის სამხედრო დილემის არსზე მიუთითებს. რამდენიმე კომენტატორის თქმით, 1000-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე მათი ჯარები რიცხობრივად ბევრად ჩამორჩებიან მტერს და უჭირთ დამატებითი ძალების მობილიზება დანაკარგების ასანაზღაურებლად.
1767283890
მსოფლიოBFMTV: საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს. „პოლიციის წინასწარი ანგარიშის თანახმად, 31 დეკემბრის ღამიდან 1-ელ იანვრამდე ჯამში დ...
1767282008
მსოფლიოახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ტაძარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა
ახალი წლის ღამეს ამსტერდამის ცენტრში მდებარე ისტორიულ ეკლესიას, Vondelkerk-ს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა შენობის გადარჩენა ვერ მოხერ...
1767279298
მსოფლიოვიქტორ ორბანი: დაე, 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის გამარჯვებისა და ევროპაში საღი აზრის დაბრუნების წელი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავის საახალწლო მოლოცვაში ევროპას 2026 წელს „საღი აზრის პოვნა“ უსურვა. „გილოცავთ ახალ წელს! დაე, 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის გამარჯვებისა და ევროპაში საღი...
1767278357
საზოგადოებასლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს იქნება ნატოში
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს. „უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, - განაცხადა მი...
1767275266
საზოგადოებამლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ...


























