შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” შემცველი 25 აბი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1767337814
ახალი ამბებინატახტარის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორის...
1767336116
ახალი ამბებითიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური...
1767301253
მსოფლიოCNN: უკრაინული ჯარები სამხრეთში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან
უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთში მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, სადაც შედარებით ნაკლებად აღჭურვილი დანაყოფები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რიცხოვნობით რუსულ ბრიგადებს - ამ უკანასკნელებმა ბოლო კვირების განმ...
1767299350
მსოფლიო1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა
1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა. ევრომ ბულგარული ლევი ჩაანაცვლა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით საბოლოო გაცვლითი კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1 ევრო...
1767292629
საზოგადოებავერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერ...






























