„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში

ინტენსიური თოვის გამო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია. ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა მაღალმთიან ზონებში მოქმედებს სპეციალური რეჟიმები. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ორმოცაძემ განაცხადა, ასეთ ტერიტორიებზე მოძრაობა ნებადართულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

„უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ცენტრალურ გზებზე არცერთი მიმართულებით არ არის შეზღუდული მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. 24-საათიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგენილია ყველა მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მხოლოდ და მხოლოდ რჩება შეზღუდვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე. შეზღუდვები ასევე რჩება მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაწესებული ალპანა-ცაგერის გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, ორბეთის უღელტეხილზე და ბათუმი-ახალციხის გზაზე“, - განაცხადა გიორგი ორმოცაძემ.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი- გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ.

„ჩვენს რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს სერვისების მიწოდების კუთხით. იწმინდება გზები, მუშავდება ტექნიკური მარილით. მგზავრთა უსაფრთხოების გამო მიღებულია მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება. რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზას - ვაზიანი-გომბორს, შეზღუდულია მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა და დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, თბილისში თოვლის საფარისგან გზები გაწმენდილია. მისივე თქმით, როგორც ქალაქის ქუჩებში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე დაყრილია ტექნიკური მარილი. მობილიზებულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.

„დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე საწმენდი საშუალებით გაიწმინდა გზები. გზებთან ერთად იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელები კიბეები და გაჩერებები. ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება. დღეს დილით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშრუტებზე გავიდა, ყველა ცენტრალური ქუჩა იყო გახსნილი, ხოლო 10:00 საათისთვის მეორე და მესამეხარისხოვანი გზები“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768725483

მსოფლიო

სირიის არმიამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარა

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს. არმია ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე შევიდა, დასავლეთ ევფრატის ზონაში და დეირ ჰაფერზე სრული სამხედრო კონტროლი დაამყარა...

სირიის არმიამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარა

1768723524

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატების მხრიდან კიდევ არ წყდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რისი ნათელი მაგალითიც იყო გერმანიის ელჩის გარკვეული საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გერმანიის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ მსგ...

იმერეთის გუბერნატორი

1768722072

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ზ.ე...

დაკავება

1768721744

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელ...

 ინტერპოლით ძებნილი

1768721488

ახალი ამბები

ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბო...

მოძრაობა აღდგა