სირიის არმიამ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარა

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს. არმია ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე შევიდა, დასავლეთ ევფრატის ზონაში და დეირ ჰაფერზე სრული სამხედრო კონტროლი დაამყარა.

სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს, არ შევიდნენ ოპერაციების ზონაში, ვიდრე ის არ იქნება დაცული და გაწმენდილი ყველა ნაღმისგან.

ქურთულმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) გამოაცხადეს, რომ ისინი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ხელახლა განლაგდებიან. ეს მოჰყვა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას, დაპირებას, რომ ქურთული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდებოდა.

ქურთული ძალების ლიდერი დათანხმდა შტატების მიერ მხარდაჭერილი „სირიის დემოკრატიული ძალების“ ევფრატის აღმოსავლეთით გადაჯგუფებას, რაც, მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების და შუამავლების მოწოდებების საპასუხოდ განხორციელდა.

ქურთული ძალების უკან დახევამდე სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ქურთულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს მიანიჭებს და ქურთულ ახალ წელს ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადებს. ეს 1946 წელს სირიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქურთების ეროვნული უფლებების პირველი ოფიციალური აღიარებაა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768721488

ახალი ამბები

ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბო...

მოძრაობა აღდგა

1768719411

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +6 და ღამით +0 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +5 გრადუსამ...

თოვლი - ამიმდი

1768717238

მსოფლიო

კაია კალასი: ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ, სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით, ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს

ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს. როგორც კლასი წერს, მოკ...

კაია კალასი

1768716214

ახალი ამბები

თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ...

გზის გაწმენდა თოვლი

1768683071

მსოფლიო

ტრამპი: დროა, ირანში ახალი ლიდერი ვეძებოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობის ფონზე განაცხადა, რომ აიათოლას რეჟიმი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, „ახალი ლიდერი“ უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ P...

დონალდ ტრამპი