პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ფალსიფიკაციის, სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლისა და ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ფალსიფიკაციის, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადების და გასაღების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ. რუსთავში მდებარე შპს „ალგანი“-ს ოფისში ბრალდებულებმა, შემდგომში რეალიზების მიზნით 1 284 ცალი ყალბი აქციზური მარკა და 6 241 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 210 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი დაამზადეს.

ბრალდებულებმა აღნიშნული პროდუქციის ნაწილი, 3 478 ლარის ღირებულების 126 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში გაასაღეს, რაც ამოღებული იქნა. ამასთან, შპს „ალგანი“-ს ოფისისა და ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 2 766 ლარის ღირებულების 84 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 16 იანვარს დააკავა. დაკავებულებს და კიდევ ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის ნე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაზ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა, ჩადენილი ანგარებით, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) და მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყალბი აქციზური მარკების დამზადება და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768723524

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატების მხრიდან კიდევ არ წყდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რისი ნათელი მაგალითიც იყო გერმანიის ელჩის გარკვეული საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გერმანიის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ მსგ...

იმერეთის გუბერნატორი

1768722072

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ზ.ე...

დაკავება

1768721744

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელ...

 ინტერპოლით ძებნილი

1768721488

ახალი ამბები

ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბო...

მოძრაობა აღდგა

1768719411

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +6 და ღამით +0 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +5 გრადუსამ...

თოვლი - ამიმდი