დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გაჯერებული პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, ევრობიუროკრატებმა პროცესის დისკრედიტაცია დაიწყეს.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იყურება და ამ პროცესს ევრობიუროკრატია ნათლავს დემოკრატიულად, დემოკრატიის წინსვლად. არც ერთი მაკრიტიკებელი განცხადება ამ პროცესზე ჩვენ ევრობიუროკრატიიდან, ევრომაღალჩინოსნებიდან არ გაგვიგია.

ხოლო, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და არაერთ გზის იყო მცდელობა მოეხდინათ ამ პროცესის დისკრედიტაცია.

ნათელია, რომ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს, რა თქმა უნდა, საქმე. ის, რაც არის იუპიტერისთვის დასაშვები, ხარისთვის ამის გაკეთება არ შეიძლება - ეს არის დღევანდელი ევრობიუროკრატიის მოქმედების პრინციპი. ამ პრინციპით მოქმედებენ ის ძალები, რომლებიც მართავენ მაღალჩინოსნებს ევროკავშირში და ყველანაირი მცდელობა საქართველოში დააკნინონ უაღრესად დემოკრატიული, დემოკრატიის გაძლიერებისთვის მიმართული პროცესი, რაც პრინციპში აგენტურით გაჯერებული პარტიების აკრძალვას, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული, ე.წ. პოლიტიკური სინამდვილეში კი, დამნაშავე ძალების პოლიტიკური სცენიდან, მათ სასამართლო წესით განდევნას გულისხმობს, მონათლულია არადემოკრატიულია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792391327

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ნარკოტიკული საშუალება

1792390681

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...

გია ვოლსკი

1792387882

ახალი ამბები

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1792387214

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...

დავით მათიკაშვილი

1792385710

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...

ამინდი      ამინდი