მიხეილ ყაველაშვილი თურქულ მხარეზე: მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ საერთო გვაქვს

 მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ საერთო გვაქვს, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.

„საკმაოდ ძლიერი ლიდერია ბატონი ერდოღანი და თავისი ქვეყნის, თავისი ეროვნული ინტერესების დამცველი, სწორედ ამაში ვართ ჩვენ სოლიდარულები. ასევე ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც. პოლიტიკური უმაღლესი ხელისუფლების ასეთი სანდო ურთიერთობები როცა არის, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ ყველა სფეროზე აისახება.

ჩვენ შევეხეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ საკითხებს და განვიხილეთ სხვადასხვა ინიციატივებიც. თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები მაღალ დონეზეა, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განგრძობადი იყოს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755082163

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებ...

მიხეილ ყაველაშვილი

1755079998

მსოფლიო

„ცაჰალის“ გენშტაბის უფროსმა ღაზის აღების გეგმა დაამტკიცა

 ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა თათბირი ჩაატარა და ქალაქ ღაზის აღების ცენტრალური კონცეფცია დაამტკიცა. ინფორმაციას „ცაჰალი“ „ტელეგრამის“ საკუთ...

ეიალ ზამირი

1755078669

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...

დაკავება, პოლიცია

1755076940

საზოგადოება

ოპოზიციურ მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა, რეალურად კი, ლიუ ძინჩაო არამხოლოდ ქართველ, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წამყვან ლიდერებს ხვდებოდა

 ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში მაღალი რანგის დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. რეალურად კი, ლიუ ძინჩაო არამხოლოდ ქართული დელეგაციის...

ლიდერები

1755075391

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავარსარდალს სა...

საქართველოს პრეზიდენტი