თურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს - „სინათლეს ვერ გაექცევი... საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“

თურქული მედია აქვეყნებს კონკრეტულ ანგარიშებს და დიდი გამოძიების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ.
ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გარემოცვა ყოველთვიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს რიცხავდა ორი კომპანიის ანგარიშებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ანდრეი გმირინთან, კორუფციული სახსრების სავარაუდო მენეჯერთან.
ორივე კომპანია მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თურქული მედია ფიქრობს, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის წართმევა მისი კორუფციული სქემების დამალვით იყო განპირობებული.
თურქული მედია აღნიშნავს, რომ გმირინის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს. ის 2024 წელს ნიცაში დააკავეს. მას 23 მილიონი ევროს ოდენობის კორუფციულ საქმიანობას ედავებიან. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, 2020-2021 წლებში, როცა გმირინი საჯარო მოხელე იყო, ის საკუთარ ხალხს უკრაინის სტრატეგიულ სამრეწველო კომპანიებში ნიშნავდა - ოდესის საპორტო კომპლექსში და გაერთიანებული სამთოქიმიის კომპანიაში.
თურქული მედია უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2021-2023 წლებში წლის მაისში გმირინების ოჯახმა დუბაიში 14 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეისყიდა.
მედია სვამს კითხვას, თუ როგორ შეძლო გმირინმა უკრაინიდან თანხის მალულად გატანა. ამასობაში უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ მას „დაცვის მაღალი დონე“ აქვს. ამრიგად, თურქული მედიის ინფორმაციით, ორი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებლობის შელახვით ზელენსკი პირადი ძალაუფლების გამყარებას ცდილობს, რათა უკრაინა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ აქციოს.
1755084814
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას პრეზიდ...
1755082264
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ჩინელი დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებაზე: 140 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩასული ჩინეთში და ეს ადამიანი, ვინაიდან იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, შეხვდა ყველას
მე გახლდით ერთი თვის წინ ჩინეთში, მიწვეული ვიყავი გლობალური ცივილიზაციის სამიტზე, სადაც მეც შევხვდი ამ ადამიანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართ...
1755082163
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებ...
1755079998
მსოფლიო„ცაჰალის“ გენშტაბის უფროსმა ღაზის აღების გეგმა დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა თათბირი ჩაატარა და ქალაქ ღაზის აღების ცენტრალური კონცეფცია დაამტკიცა. ინფორმაციას „ცაჰალი“ „ტელეგრამის“ საკუთ...
1755078669
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...