საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ინტენსიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აქვს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა არა მხოლოდ შეინარჩუნოს არსებული პოზიტიური დინამიკა, არამედ იმუშაონ საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1755082163
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებ...
1755079998
მსოფლიო„ცაჰალის“ გენშტაბის უფროსმა ღაზის აღების გეგმა დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა თათბირი ჩაატარა და ქალაქ ღაზის აღების ცენტრალური კონცეფცია დაამტკიცა. ინფორმაციას „ცაჰალი“ „ტელეგრამის“ საკუთ...
1755078669
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...
1755076940
საზოგადოებაოპოზიციურ მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა, რეალურად კი, ლიუ ძინჩაო არამხოლოდ ქართველ, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წამყვან ლიდერებს ხვდებოდა
ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში მაღალი რანგის დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. რეალურად კი, ლიუ ძინჩაო არამხოლოდ ქართული დელეგაციის...
1755075391
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავარსარდალს სა...