ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი, როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და მთავრობის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სუვერენიტეტის საფუძველი ეკონომიკური დამოუკიდებლობაა.

დეპუტატი გამოყოფს მიმართულებებს, რომლებშიც სახელმწიფომ თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გაატაროს- სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა:

„დღეს კიდევ ერთხელ ჩანს ერთი მნიშვნელოვანი რეალობა: პოლიტიკური დამოუკიდებლობა მყარი ვერ იქნება, თუ მას ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ამაგრებს. სახელმწიფო, რომელიც სტრატეგიულ რესურსებში, ენერგიაში, საკვებსა და ფინანსებში სხვებზეა დამოკიდებული, ყოველთვის მოწყვლადია“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დეპუტატის აზრით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტია. მისი სიტყვებით, როდესაც სახელმწიფო თავად აკონტროლებს საკუთარ სტრატეგიულ რესურსებს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავს საკუთარ მომავალს - სწორედ ამიტომაა მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.

„დღეს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული რეზოლუციები განიხილება, კიდევ ერთხელ ჩანს ერთი მნიშვნელოვანი რეალობა: პოლიტიკური დამოუკიდებლობა მყარი ვერ იქნება, თუ მას ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ამაგრებს. სახელმწიფო, რომელიც სტრატეგიულ რესურსებში, ენერგიაში, საკვებსა და ფინანსებში სხვებზეა დამოკიდებული, ყოველთვის მოწყვლადია. ასეთ პირობებში საგარეო ზეწოლა მარტივად იქცევა პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტი, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი.

ეს არის საქართველოს გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური აქტივი. როდესაც სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც. თუმცა ანაკლია მხოლოდ დასაწყისია.

ეკონომიკური სუვერენიტეტისთვის საქართველოს რამდენიმე მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება: • სასურსათო უსაფრთხოება — მეტი ადგილობრივი წარმოება და ნაკლები დამოკიდებულება იმპორტზე. • ენერგეტიკული დამოუკიდებლობა — საკუთარი ჰიდრო და განახლებადი ენერგორესურსების განვითარება, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის, საქართველო–აზერბაიჯანი–რუმინეთი–უნგრეთის მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელება, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკულად დააკავშირებს და ქვეყანას რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს გაუძლიერებს. • ძლიერი ეროვნული ეკონომიკა — სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება და ისეთი ფინანსური გარემოს შექმნა, რომელიც ქვეყნის მომავალს მხოლოდ გარე დაფინანსებაზე არ დააკავშირებს.

სუვერენიტეტი მხოლოდ დროშა და ჰიმნი არ არის. სუვერენიტეტია, როდესაც სახელმწიფო თავად აკონტროლებს საკუთარ სტრატეგიულ რესურსებს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკა ქმნის. ხოლო ეკონომიკური სუვერენიტეტი არის ის ფარი, რომელსაც ვერც რეზოლუციები და ვერც პოლიტიკური ზეწოლა ადვილად ვერ შეარყევს,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე

1784019132

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...

გოგა ხაინდრავა