„ბადანტეს“ შრომითი ანაზღაურება კატეგორიების მიხედვით

იტალიაში, შინა მოსამსახურის კატეგორია რამდენიმე ნაწილად იყოფა. დღეს მინდა გაგაცნოთ „BADANTE“-ს, ანუ მოხუცის მომვლელის კატეგორიები და მისი უფლებები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალებოებისა, ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია უშუალოდ მოლაპარაკების საგანი, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დგება. 

 

მათ, ვისი აუცილებლობაც მოითხოვს მომვლელის აყვანას, შეუძლია შეარჩიონ კონტრაქტი სრული განაკვეთით, მაქსიმუმ 54 საათი კვირაში. აქედან მომვლელს უფლება აქვს დაისვენოს  2 საათამდე დღის განმავლობაში, რასაც საკუთარი თავის და პირადი საქმეებისთვის გამოიყენებს. ასევე დღეები, რომლებიც კალენდარში წითლად არის აღნიშნული (ფესტები), ავტომატურად თქვენი დასვენებაა, ხოლო მუშაობის შემთხვევაში უნდა იქნეს ანაზღაურებული დამსაქმებლის მიერ.

მოსამსახურეს საბუთის და კონტრაქტის არ ქონის მიუხედავად უნდა გადაუხადონ როგორც ხელფასი, ასევე მეცამეტე ხელფასი, შვებულება და სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში (ლიკვიდაციონე), ნამუშევარი თვეების რაოდენობა.

- Badante convivente  livello BS - 1137,23 €. - 24 საათიანი მომვლელი BS კატეგორიის

რაც გულისხმობს კვირაში 30 სამუშაო საათს.

- Badante convivente livello CS - 1288,87 €. - 24 საათიანი მომვლელი CS კატეგორიის

ეს ის შემთხვევაა როცა მომვლელი იქ არ ცხოვრობს, მას ეძლევა საათობრივი ანაზღაურება იმის მიხედვით თუ რა საჭიროებების მქონე პირთან მუშაობს.

- Badante convivente livello DS - 1592,17 €. - 24 საათიანი მომვლელი DS კატეგორიის

შინა მოსამსახურის ამ კატეგორიის ხელფასი დგინდება  სამუშაო საათების შესაბამისად, ასევე ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. მინიმუმ 9,36 €-იდან ზემოთ

„ბადანტეს“ შვებულების  რაოდენობა შეადგენს 26 დღეს. შვებულების დღეები გამოყენებულ უნდა იქნეს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამ შემთხვევაში ხელფასის რაოდენობა უნდა შეადგენდეს, იმავეს რამდენსაც დამსაქმებელი გიხდით ხელფასის სახით. დამსაქმებელს არ ააქვს უფლება ორსულობის ან ავადმყოფობის შემთხვევაში განაცდური საათები ან დღეები, ჩაგითვალოთ როგორც დასვენების დღე. არასაპატიო მიზეზით სამსახურის 3 დღის გაცდენის შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს მომსახურე სამსახურიდან დაითხოვოს.

სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში, მაშინაც კი თუ ერთი წელი არ არის გასული, მომვლელს უფლება აქვს მოითხოვოს ნამუშევარი თვეების მიხედვით განსაზღვრული შვებულება, მეცამეტე ხელფასი და „LIQUIDAZIONE“  (ნამუშევარი საათების დარიცხული პროცენტი). ასევე გაითვალისწინეთ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ლეგალურად ცხოვრობთ თუ არა მიმღებ ქვეყანაში, იტალიის შრომის კანონი გაძლევთ უფლებას, მოითხოვოთ კუთვნილი ანაზღაურება და კანონით გათვალისწინებული ყველა ფინანსური სარგებელი.

იცოდეთ თქვენი უფლებები! - ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს!

Exclusivetev.ge:

მედიატორი, ია ლალუაშვილი

იტალია/ნეაპოლი

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 პენსია იტალიაში - რა ასაკიდან შეგვიძლია მოვითხოვოთ და რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მოვითხოვოთ პენსია?

📌 როგორ ცხოვრობთ და რისი უფლებები გაქვთ “Asilo“-ს დროებითი დოკუმენტით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751649326

საზოგადოება

გიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...

გიორგი შარაბიძე

1751648299

საზოგადოება

თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...

თემურ ჭყონი

1751646701

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...

პრემიერ-მინისტრი

1751643892

საზოგადოება

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....

 გადაუმოწმებელი ინფორმაცია

1751643071

საზოგადოება

ავარია ხაშურის გასასვლელთან - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ხაშურის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებ...

ავარია ხაშურში