საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლიმასოლში ესპანეთს ეთამაშა და დამაჯერებლად, 83:69 ქულით მოუგო. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 37:35 იგებდა.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ ევრობასკეტის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანმა მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულზე შექმნილი პრობლემების გამო გამოტოვა.
საქართველომ თამაში აქტიურად და აგრესიულად დაიწყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ესპანელებს ძალიან უჭირდათ კომბინაციების გათამაშება, ხოლო სანდრო მამუკელაშვილისა და კამარ ბოლდუინის შესანიშნავი თამაშის ფონზე, ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველი მეოთხედი 20:17 მოიგო.
მეორე მეოთხედში ესპანელებმა ტემპს მოუმატეს, დაცვაშიც უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა წინ გასვლას ვერ ახერხებდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 11 ქულით დუდა სანაძე იყო, 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 8 ქულა – გოგა ბითაძეს, 6 – კამარ ბოლდუინს.
1756381036
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პირად ცხოვრებაში ჩარევა, ათასი ტყუილის მოგონება, ტალახის სროლა - ჩვენთვის ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ ყველაფრის ავანგარდში დგანან სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ან მდიდარი „ენჯეოების“ აქტივისტები
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი თეა წულუკიანის მისამართით დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა. „პირად ცხოვრებაში ჩარევა, ათასი ტყუილის მოგონება, ტალახის...
1756379498
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ
„ეს არის მორიგი აღიარება, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში. USAID-თან მიმართებით ყველაფერი აშკარაა და ამაზე ტრამპის ადმინისტრაციაც ღიად საუბრობს და ქალბატონმა პაუერმაც...
1756377246
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს
„სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლ...
1756373614
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიჩუმეს ამჯობინებს საქართველოსთან მიმართებით, რაც ეჭვს იწვევს, ამიტომ ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ - რატომ?
USAID-ს, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები ვერ ექნებოდა, ის იყო ინსტრუმენტი „დიფ სტეიტის“ ხელში. USAID, NED, მსგავსი ორგანიზაციების ხელით აღსრულდებოდა „დიფ სტეიტის“ პოლიტიკა. განსაკუთრებულად ე...
1756372440
ახალი ამბებიდეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...