მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.

ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა:

„და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“(მათე XVII, 2).

ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა:

„მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5).

შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმინდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო.

ხალხური რწმენით, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში.როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755542446

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გუბა საჯაია: ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება

 „ჩემთვის არახალია სირთულეები, ახალი გამოწვევები, 24/7-ზე ვიმუშავებ იმისთვის, რომ წინ წავწიო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება“, - ამის შესახებ წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გუბა საჯ...

გუბა საჯაია

1755539660

მსოფლიო

ჩვენ მშვიდობა ხანგრძლივი დროით გვინდა - დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

 „ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲐᲘᲦᲐᲚᲐ ᲐᲛ ᲝᲛᲘᲗ, ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ, ᲙᲘᲓᲔᲪ!“, - ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲛᲐ ᲓᲝᲜᲐᲚᲓ ᲢᲠᲐᲛᲞᲛᲐ ᲟᲣᲠᲜᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲗᲐᲜ ᲗᲔᲗᲠ ᲡᲐᲮᲚᲨᲘ, ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢ ᲕᲝᲚᲝᲓᲘᲛᲘᲠ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲡᲗ...

ზელენსკკ და ტრამპი

1755537246

ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე: ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება

 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან...

ლევან

1755534406

მსოფლიო

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოლოდინში - ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს?

 „დღეს, 18 აგვისტოს მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენაა მიმართული, სადაც ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი უნდა შეხვდნენ“, - წერს NBC NEWS. შეხვედრა...

ზელენსკი და ტრამპი

1755531126

მსოფლიო

ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში

 დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ ვიქტორია მაკკლაუდმა უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ ს...

მოსამარყლრ