ბიზნესი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი - მდიდარი NGO-ს, IDFI-ის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის მდიდრული საქმიანობა

ბიზნესი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათიანი სესხები და ფინანსური რესურსი - ეს ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის, მდიდრული საქმიანობის ნაწილია.
„იმედინიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.
მდიდარი „ენჯეოს“ ხელმძღვანელს და ხელისუფლების აქტიურ მოწინააღმდეგეს, სახელმწიფო უწყების, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ხელმისაწვდომობა გაუჩნდა 4.7 მილიონი ლარის ოდენობის პროექტისათვის დაფინანსებაზე. წლების მიხედვით დაფინანსება ასე გამოიყურება:
2019 წელი: ინდუსტრიული სესხის თანადაფინანსება - 2,000,000 ლარი სესხის მოცულობა;
2022 წელი: საგარანტიო კომპონენტი - 1,800,000 ლარი უზრუველყოფის მოცულობა;
2023 წელი: უნივერსალური კომპონენტი სესხის თანადაფინანსება - 900,000 ლარი სესხის მოცულობა;
ასევე, თანადაფინანსების მექანიზმების ფარგლებში, შპს „ქვევრებმა“ ისარგებლა/ისარგებლებს ჯამურად 650,000 ლარზე მეტი დაფინანსებით, უფრო კონკრეტულად კი, კლდიაშვილის კომპანიას მიღებული აქვს 555,060 ლარი, დამატებით წლების განმავლობაში დაახლოებით 122,712 ლარს მიიღებს.
ამასთან, ირკვევა ისიც, რომ IDFI-ის თანამშრომელია შპს „ქვევრების“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, მიხეილ როჩიკაშვილის შვილი, სანდრო როჩიკაშვილი, რომელიც, ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დის შვილია.
1755498086
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ალბათ სამარცხვინოა თვითონ ის, ვინც ნებისმიერ სამშვიდობო პოლიტიკას სამარცხვინოს უწოდებს
ალბათ სამარცხვინოა თვითონ ის, ვინც ნებისმიერ სამშვიდობო პოლიტიკას სამარცხვინოს უწოდებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ქართული...
1755495561
ახალი ამბებიტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ აიწევს - 18 აგვისტოს ამინდი ქალაქების მიხედვით
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ მოიმატებს. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +30 - მზიანი სოხუმი +3...
1755493374
ახალი ამბებიზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგანცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც მისივე თქმით, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის და...
1755461651
მსოფლიო„ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს“ - „მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადება
უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტა...
1755458100
საზოგადოებაალექსანდრე ასათიანი: ვგეგმავ, ვაკის მაცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება
ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში ვაკის (ცენტრალური ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტ...