ალექსანდრე ასათიანი: ვგეგმავ, ვაკის მაცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება

ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში ვაკის (ცენტრალური ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ასათიანი.
იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის
„მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით შევძლებ ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქალაქსა და უბანს. ვაკის თითოეული ქუჩა ჩემთვის ბავშვობიდანაა ნაცნობი, აქ მცხოვრები ადამიანები - ახლობელი და ძვირფასი.
მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბოლო მოწვევის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარ გიორგი ტყემალაძეს წლების განმავლობაში ჩვენს უბანზე ზრუნვისთვის.
ვგეგმავ, ვაკის მაცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას და ჩვენი ქალაქისა და უბნისთვის მეტი სიკეთის მოტანას.
მადლობა ჩემს თითოეულ გულშემატკივარს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს!“, - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე ასათიანი.
1755447402
საზოგადოებავარლამ წიკლაური: დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე, რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ
„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ...
1755444873
ახალი ამბებიბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა
ბათუმში, თამარის დასახლებაში ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივი...
1755443171
საზოგადოებაპროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამ...
1755441974
მსოფლიოზელენსკი: ტერიტორიული საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ
უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსე...
1755438943
საზოგადოებაპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....